რკვიის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ტყემალაძემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
01-12-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ტყემალაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

მერვე კლასის მოსწავლემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში ოქროს სიგელი დაიმსახურა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ზესტაფონელი მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203