დოლოგნის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში-ვიქტორინა - „ვინ მეტი იცის“ ჩატარდა
01-12-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად სკოლაში V-VI კლასებს შორის ინტელექტუალური თამაში-ვიქტორინა - „ვინ მეტი იცის“, ჩატარდა; აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელი ლიანა ჯინჭარაძე იყო.
„დოლოგნის საჯარო სკოლაში 20 ნოემბერს ჩატარდა ინტელექტუალური თამაში; 1979 წლის 20 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი იქნა ბავშვთა უფლებათა კონვენცია. საქართველომ ამ დოკუმენტზე რატიფიცირება 1992 წელს მოახდინა. მსოფლიოს ქვეყნები 20 ნოემბერს აღნიშნავენ, როგორც ბავშვთა საერთაშორისო დღეს. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით კათედრაზე ჩავატარეთ V-VI კლასებს შორის ინტელექტუალური თამაში-ვიქტორინა - „ვინ მეტი იცის", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაშია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს