ნადაბურის საჯარო სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა შემოდგომა დისტანციური ღონისძიებით გააცილეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.სკოლაში მონდომებულმა და ნიჭიერმა მოსწავლეებმა ონლაინ სწავლების მიუხედავად ბარაქიანი შემოდგომა დისტანციური ღონისძიებით გააცილეს. პატარა მოსწავლეებმა შემოდგომას მხატვრულად წარმოთქმული ლექსები მიუძღვნეს.
„მიილია შემოდგომა, მშვენიერი, გრილი დრო; ყველაფერმა იცვალა ფერი. შემოდგომაზე ყვავილები უფრო ნათელია, ვიდრე ზაფხულში. ჩემმა მოსწავლეებმა ონლაინ სწავლების მიუხედავად, გავაცილეთ ეს ბარაქიანი და ხვავიანი შემოდგომა. მადლობა ჩემო ვაჟკაცებო და მშობლებო, ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ბმული: