მაღლაკის N1 სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ
01-12-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.  

კურსდამთავრებულებს - ნინო ჭოლაძეს და ანა ჟორჟოლიანს ოქროს და ირაკლი სარდალაშვილსა და რომანოზ შველიძეს კი - ვერცხლის მედლები გადასცეს წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა, წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ და მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა. 

მათ დღეს უკვე სტუდენტებს წარმატებები უსურვეს.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203