ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
01-12-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ზეიმით გააცილეს.
ღონისძიებას, რომელშიც სკოლის სომხური სექტორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, პედაგოგი ლუსინე ასატრიანი ხელმძღვანელობდა.
აღნიშნული ღონსიძიება ღია სივრცეში, მრავალფუნქციურ პარკში - „ერთი ცის ქვეშ“, მოეწყო.
„შემოდგომა გააცილეს ხოჯორნის საჯარო სკოლის სომხური სექტორის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ლუსინე ასატრიანი ხელმძღვანელობდა. ის იყო უფროსკლასელთა ულამაზესი ცეკვის დამდგმელიც. ღონისძიება სკოლის ღია სივრცეში მრავალფუნქციურ პარკში - „ერთი ცის ქვეშ“, მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ორივე სექტორის პედაგოგები და მოსწავლეები“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს