ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
01-12-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა შედგა. 

პედაგოგების საუბრის თემა „განმავითარებელი შეფასების რაობა და შეფასების კრიტერიუმები“ იყო. 

შეხვედრას USAID-ის საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული სკოლის ლიდერი მასწავლებელი ხათუნა სულაბერიძე უძღვებოდა.

აღნიშნულმა შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, მასში სკოლის ყველა პედაგოგი მონაწილეობდა.

„სკოლაში შედგა მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის (მ.ს.ჯ) შეხვედრა, თემაზე - „განმავითარებელი შეფასების რაობა და შეფასების კრიტერიუმები“. შეხვედრა ჩაატარა USAID-ის საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული სკოლის ლიდერმა მასწავლებელმა - ხათუნა სულაბერიძემ. მონაწილე მასწავლებლებმა დიდი ინტერესი და ყურადღება გამოიჩინეს მიწოდებული მასალის მიმართ. დაისვა შეკითხვებიც. შეხვედრაში მონაწილეობდა სკოლის ყველა პედაგოგი. ლიდერმა მასწავლებელმა დააანონსა კიდევ რამდენიმე შეხვედრა, რომელსაც ახლო მომავალში გეგმავს“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203