
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IVა კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იამზე წულუკიძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა წარადგინეს ნასწავლი იგავის - „მოხერხებული არაბი“ დედააზრის საფუძველზე შექმნილი იგავები, რომლის მთავარი პერსონაჟი ძაღლია.
მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს თანაკლასელების მიერ შექმნილი იგავები, შეაფასეს ნამუშევრები, გამოიტანეს დასკვნები.
იხილეთ ფოტოები: