ქვემო არქევნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგმა, ნინო დოხტურიშვილმა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა
30-11-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის პედაგოგები მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს ქმნიან.

სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, ნინო დოხტურიშვილმა მეთერთმეტე კლასის მონდომებულ და ნიჭიერ მოსწავლეებს მეტად საინტერესო გაკვეთილი შესთავაზა.

„მოსწავლე, რომელიც მთელი ენთუზიაზმით ირჩევს წარმატებულ განათლების გზას და ამით ცდილობს დაიმკვიდროს პიროვნული სტატუსი, როგორც აქტიური და მოწინავე აღსაზრდელი, კონკრეტული თვისების გამო, უნდა მისცე შანსი, დასახული მიზნის განხორციელებისათვის. სწორედ ასეთი მოტივაციით ჩაერთვნენ ქვემო არქევნის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები აქტიურ საგაკვეთილო პროცესში, რომლის ავტორიც თავად გახლდით ნინო დოხტურიშვილი; გულწრფელად მოვიხიბლე იმ დამოუკიდებლობით და პასუხისმგებლობით, რომლითაც წარმატებულად იხელმძღვანელეს. ინგლისურ ენის ერთ-ერთი საგაკვეთილო თემა მოიცავდა სხვადასხვა ქვეყნის კულტურული და ტრადიციულ მონახაზს, სწორედ ამ კონკრეტულის ორგანიზებისთვის გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პრეზენტაცია; მოსწავლეებს საკუთარი ძალისხმევით მოეპოვებინათ საგაკვეთილო ინოვაციური ინფორმაცია, განეხილათ სხვა ქვეყნის ისტორიული შტრიხები და არგუმენტირებულად დაესაბუთებინათ საკუთარი ჩანაფიქრი. მოსწავლეებმა საინტერესოდ გაართვეს მოცემულ დავალებას თავი. გადალახეს ენობრივი ბარიერიც... ბეჯითად მოიპოვეს ინფორმაცია, მოახდინეს აზრების გენერირება, საკუთარი ნააზრევის არგუმენტირებულად დასაბუთება, მსჯელობა არსებული საკითხის ირგვლივ და ვიზუალური მასალის წარმოჩენა თემასთან მიმართებაში.. შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ საკომუნიკაციო მსჯელობის შემოქმედების და კიდევ სხვა ბევრი სააზროვნო უნარი, რომელიც მათ დაეხმარება მომავლის სწორედ და სასარგებლოდ განსაზღვრაში... მადლობა მათ ასეთი წარმატებული საგაკვეთილო პრეზენტაციისთვის“, - წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203