„სწავლა კეთებით“ ჩვენი საყვარელი მეთოდია“- დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
30-11-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში, პედაგოგ ლალი ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, მეტად საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს; სამიზნე ცნება - დამოკიდებულება, ხოლო კომპლექსური დავალების პირობა - სათამაშო ლიფტები და ამწე იყო.

„ეს ის სამყაროა, სადაც ყველაფერი გახარებს. დილიკაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ინტერესით იმუშავეს კომპლექსური დავალების შესრულებაზე. იყო მაღალი ჩართულობა, როცა საქმე კონსტრუქტივიზმს ეხება, მაშინ შედეგიც მაღალია - „სწავლა კეთებით“, კი ჩვენი საყვარელი მეთოდია. მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოაჩინეს. წარმატებები ჩემო პატარებო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203