ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ფრინველის ბუდე საკუთარი ხელით დაამზადეს
30-11-2021
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა ფრინველის ბუდე დაამზადეს.
სკოლაში მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენაზე ყოველდთიურად ზრუნავენ.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ამჯერად, მოსწავლეები დაინტერესდნენ თუ რისგან მზადდებოდა ფრინველის ბუდე. შედეგ კი შეეცადნენ ის თავიანთი ხელით დაემზადებინათ.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით, სიხარულითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს.