თბილისის N149 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები საზეიმოდ გადაეცათ
30-11-2021
თბილისის N149 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები საზეიმოდ გადაეცათ.

კურსდამთავრებულებს სკოლაში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. მათ მედლებთან ერთად, სკოლის სიგელიც, ხოლო მშობლებსა და დამრიგებლებს მადლობის წერილები გადასცეს. 

სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.

„სკოლამ გასული წლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულებს საზეიმო შეხვედრა მოუწყო, რომელსაც ესწრებოდნენ მედალოსანი მოსწავლეების კლასის დამრიგებლები, მშობლები და სკოლის დირექცია.
მოსწავლეებს კუთვნილ მედლებთან და სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ სკოლის სიგელიც, ხოლო დამრიგებლებსა და მშობლებს მადლობის წერილები.
სკოლა მადლობას უხდის მედალოსანი მოსწავლეების თითოეულ მასწავლებელს, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა მათ წარმატებაში.
შეხვედრაზე იყო მადლიერება, კეთილი სურვილები და წარმატებული მომალის დიდი იმედი“,- წერს სკოლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203