ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რიონის სანაპიროზე ლაშქრობა მოაწყვეს
30-11-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა რიონის სანაპიროზე ლაშქრობა მოაწყვეს.
მოსწავლეები ლაშქრობაში პედაგოგ ლალი ბანძელაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ.
ეს მათთვის პირველი ლაშქრობა იყო და შესაბამისად, ახლა აითვისეს თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რა მოემარაგებინათ და როგორი საკვები წაეღოთ თან.
სკოლა პედაგოგ ლალი ბანძელაძეს მოსწავლეთა გაბედნიერებისთვის მადლობას უხდის.
„ზოგჯერ ძალიან ცოტა რამაა საკმარისი რომ ჩვენი პატარების თვალებში ბედნიერების ვარსკვლავები აციმციმდნენ, დღევანდელი ლაშქრობაც ამის მაგალითია, ლალი ბანძელაძის მეოთხე კლასმა პატარა ლაშქრობა მოაწყო რიონის სანაპიროზე, ეს პირველი ლაშქრობა იყო მათთვის და ბევრი რამ ისწავლეს როგორ მოემზადონ, რა ნივთებია საჭირო, როგორი სახის საკვები სჭირდებათ და ა. შ. უზომოდ ბედნიერები და მხიარულები დაბრუნდნენ უკან, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით ლალი ბანძელაძეს ჩვენი პატარების ასე გაბედნიერებისთვის“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს