თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საპატიო სტუმარს უმასპინძლეს
30-11-2021
თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის მესამე კლასის მონდომებულმა მოსწავლეებმა ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით ტელესკოლის მათემატიკის პედაგოგს, დაჩი ნანობაშვილს უმასპინძლეს.

„მესამეკლასელებმა ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით უმასპინძლეს ტელესკოლის მათემატიკის პედაგოგს, დაჩი ნანობაშვილს, რომელმაც  საინტერესო, მხიარული და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული საგაკვეთილო პროცესი აჩუქა პატარებს. ამ პროექტში მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის  მადლობა სკოლის დირექტორს, ბატონ არჩილ ჩხაიძეს და მშობლებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203