ბოზალის საჯარო სკოლაში რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ
30-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს.

როგორც სკოლის დირექტორი ზაირა არაკელიანი ამბობს, მოსწავლეებიც და პედაგოგებიც არსებულ მდგომარეობას უმკლავდებიან და შესაბამის რეკომენდაციებს იცავენ.

დირექტორმა პედაგოგების ვაქცინაციების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ყველა მასწავლებელი აცრილია.

სკოლაში მოსწავლეები დისტანციას იცავენ, პირბადეს იყენებენ და არსებულ მდგომარეობას პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203