ვაჩიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს
30-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს; სკოლის პედაგოგის, მადონა მურმანიშვილის ინფორმაციით მოსწავლეთა მშობლები  დისტანციურ სწავლებას ამჯობინებენ, რადგან შვილების ჩართულობასა და გაკვეთილებზე აქტიურობას თავად აკონტროლებენ.

​პედაგოგის, მადონა მურმანიშვილის ინფორმაციითვე სკოლაში სასწავლო პროგრამის ათვისების პრობლემა არ დგას; მასწავლებლებისთვის დისტანციური კრება ხშირად ტარდება და მისი თქმით ამ ეტაპზე არ ყოფილა შემთხვევა რომ რომ მოსწავლე რაიმე სახის სირთულეს წაწყდომოდეს და ვერ დაეძლიოს. 

მასწავლებელი ასევე, აღნიშნავს, რომ შაბათის სასწავლო დღედ გმაოყენების წინააღმდეგი არ არის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203