
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ხულოს მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:
სკოლის დირექტორმა რომან საგინაძემ მათ დამსახურებული სიგელები საზეიმოდ გადასცა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ხულოელი მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტოები: