ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
30-11-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.

26 და 29 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ლაგოდეხელი მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.

ჰერეთისკარის საჯარო სკოლიდან კონკურსის პირველი ეტაპში, ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით, შვიდი მოსწავლე ჩაერთო. მათგან ოთხი - მეათეკლასელები - მაგდა ბერიძე და ნიკა ბოჭორიშვილი და მერვეკლასელები - ანუკი რთველაძე და მაკა დუმბაძე კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ.

მაგდა ბერიძე 29 ნოემბერს გამართული ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპში, 84 ქულით, მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლა ყველა მოსწავლეს წარმატებას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203