„ჩემი თვალით დანახული შემოდგომა“ - ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
30-11-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა. სკოლაში ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობები ხშირად ეწყობა.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით - „ჩემი თვალით დანახული შემოდგომა“, გააცილეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელები პედაგოგები - მარიამ სარიშვილი და ნინო ბარძიმაძე იყვნენ.
„შემოდგომის ნობათით მორთულ სკოლაში მოსწავლეებმა სახალისო და ფერადი გარემო შექმნეს; მოეწყო შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა, პატარებმა წაიკითხეს ლექსები, ამოავლეს ჩურჩხელები; წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. ტყემლანის საჯარო სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ხელმძღვანელ პედაგოგებს - მარიამ სარიშვილს და ნინო ბარძიმაძეს; ასევე, თითოეულ მონაწილეს საინტერესო ღონისძიებისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს