„მომავალ შეხვედრამდე, ბარაქიანო შემოდგომავ!“ - ახალბედისეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მოკრძალებული ღონისძიებით გააცილეს
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში ამჯერად მეტად მოკრძალებული ღონისძიება - „შემოდგომის ბოლო დღე“ სლოგანით - „მომავალ შეხვედრამდე, ბარაქიანო შემოდგომავ! გამარჯობა ზამთარო“, ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ დახურულ ღონისძიებას მხოლოდ მონაწილეები ესწრებოდნენ.