ქსოვრისის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო კვირეული ღონისძიებით შეაჯამეს
30-11-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება - „პოეზია უპირველესყოვლისა“ ჩატარდა. აქტივობა IX კლასის ნიჭიერმა და მონდომებულმა მოსწავლეებმა განახორციელეს; აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი ელიზა ღვიანიაშვილია.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და მის ლექსებზე დაწერილი სიმღერებიც შეასრულეს.