წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ
30-11-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 (დამრიგებელი: თამარ გრიგოლია) და მე-5 (დამრიგებელი: სალომე ქობალია) კლასები ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის 16-დღიან გლობალურ კამპანიას აქტივობით - „არა ქალთა ძალადობას“ შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა ზოგადად ისაუბრეს ძალადობისა, ბულინგის შესახებ, კონკრეტულად კი - ქალთა ძალადობაზე. 

მოსწავლეებმა საკუთარი აზრი გამოხატეს სიტყვით, ნახატითა და პოსტერების ენით, ქალთა სოლიდარობა კი - გულზე დაკრული ნარინჯისფერი გულებით.

„კამპანიის ფარგლებში სკოლას სტუმრობდა წყალტუბოს ახალგაზრდების საკრებულოს წარმომადგენელი, ქ-ნი მარი კუჭავა, რომელმაც მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და უჩვენა სიტუაციური ვიდეორგოლები (ვიდეომასალა) ამ თემასთან დაკავშირებით. კლასის დამრიგებლები, მოწვეული სტუმრები და მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ ამ აქტივობით და იმედი დაიტოვეს მომავალი თანამშრომლობისა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203