
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ფარგლებში, მე-6ა (დამრიგებელი თ.ბობოხიძე) და მე-6ბ (დამრიგებელი თ.ივანეიშვილი) კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
შეხვედრა დატვირთული იყო მხიარული, მოძრავი ცეკვებით, რიტმული მუსიკითა და სხვადასხვა სპორტული აქტივობებით.
მეგობრული შეხვედრის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
„შეხვედრას, რომლის ორგანიზატორები მ.ჟორჟოლიანი, გ.უგლავა, ბ. იოსელიანი იყვნენ, სკოლის დირექტორი ქ-ნ ფ.ფანჩულიძე და პედაგოგიური კოლექტივი ესწრებოდნენ.
შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ როგორც სტუმრები, ასევე მასში მონაწილე მოსწავლეები“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: