„მე პატარა მკითხველი ვარ“​ - ხულგუმოს საჯარო სკოლის საინტერესო ღონისძიება
30-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის „მე და საზოგადოების“ გაკვეთილზე მცირე ღონისძიება - „მე პატარა მკითხველი ვარ“ ჩატარდა. აქტივობის დროს მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას გაეცნენ და ნახეს თუ რამდენად მრავალფეროვანია წიგნები შინაარსით, ფერითა და ზომით.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მეოთხეკლასელების პედაგოგი ანნა პეტროსიანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203