როგორ უნდა შეარჩიოს მასწავლებელმა გაკვეთილის დაგეგმვისას სტრუქტურირების სტრატეგიები?
როგორ შეარჩიოს მასწავლებელმა გაკვეთილის დაგეგმვისას სტრუქტურირების სტრატეგიები?გაკვეთილის სტრუქტურირების სტრატეგიები მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს მიზნის შესაბამისად:
• სწავლების სტრატეგია, რომელიც მასწავლებლის როლზე აკეთებს აქცენტს,
პირდაპირი სწავლების სახელითაა ცნობილი. ამ დროს ცოდნა მასწავლებლის გავლით გადაეცემა მოსწავლეს. პირდაპირი სწავლების მეტად გავრცელებული ფორმაა ლექციური ტიპის გაკვეთილი.
პირდაპირი სწავლების გამოყენება ეფექტურია:
- როცა გვსურს მოსწავლეებს სწრაფად გადავცეთ ფაქტობრივი და დიდი მოცულობის ინფორმაცია.
პირდაპირი სწავლების გამოყენება არაეფექტურია:
- რადგან ამ დროს მოსწავლეები პასიურები არიან და დაბალია მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;
- მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების (ანალიზი, სინთეზი,შეფასება) გასავითარებლად.
•
არაპირდაპირი სწავლების დროს კი მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა, ისინი მასწავლებლის დახმარებით თავად აგებენ ცოდნას. არაპირდაპირი სწავლების გამოყენება ეფექტურია:
- რადგან ხელს უწყოს მოსწავლეთა გააქტიურებას და ჩართულობას;
- ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას;
- ხდის მას მოტივირებულს, მოიძიოს ინფორმაცია, დაახარისხოს, გააანალიზოს, შეაფასოს, განაზოგადოს;
- მოსწავლეებს უვითარებს კვლევა-ძიებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს.
გაკვეთილის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ, რომ ეს ორივე სტრატეგიაშესაძლებელია მასწავლებელმა ერთსა და იმავე გაკვეთილზე გამოიყენოს. მაგ. ჯერლექციური სახით მიაწოდოს მოსწავლეებს ორი სხვადასხვა პოზიცია საკითხზე, შემდეგ კი მათ თხოვოს მცირე ჯგუფებში იმუშაონ და შეაფასონ ორივე მათგანი.
გაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მასალის მიწოდების რომელ -
დედუქციურ თუ
ინდუქციურ, მიდგომას გამოიყენებს.
დედუქციური მიდგომით ჩატარებული გაკვეთილი იწყება ზოგადი ცნებების განხილვით, რასაც მოყვება კონკრეტული საკითხების/მაგალითების განხილვა.
ინდუქციური მიდგომისას კი მასწავლებელი კონკრეტული მაგალითების განხილვიდან მიდის განზოგადოებამდე.