სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი მეტონიძემ მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში საპრიზო ადგილი დაიკავა
30-11-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.

სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ, ანი მეტონიძე​მ სპორტულ ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მოსწავლისა და სპორტსმენის მასწავლებელი ამავე სკოლის პედაგოგი გივი თომაძეა.

„მიმდინარე წლის 19-21 ნოემბერს წყალტუბოში ჩატარდა საქართველოს პირველობა სასკოლო ასაკში მაგიდის ჩოგბურთში, სადაც მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 17 გუნდი იღებდა. ტურნირში მოწვეული იყო  სომხეთის ერთ-ერთი გუნდი. ჩვენი სკოლის VII კლასის მოსწავლე ანი მეტონიძე აღნიშნულ ტურნირში (მინი კადეტებში) მონაწილეობდა და დაიკავა  III ადგილი. ანის მწვრთნელი არის ჩვენი სკოლის სპორტის მასწავლებელი გივი თომაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203