სენაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა მოთხრობის - „ჩურჩხელები“ შესწავლის შემდეგ ქართული ნუგბარის დამზადება ისწავლეს
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის llგ კლასის მოსწავლეებმა ჩურჩხელების დამზადება ისწავლეს.
მათ ჩურჩხელის დამზადების სწავლა ვასილ გულეურის მოთხრობის - „ჩურჩხელების“, შესწავლის შემდეგ გადაწყვიტეს.
მოსწავლეები, პედაგოგის დახმარებით, აღნიშნულ ღონისძიებაში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
„სკოლის llგ კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი:ი.ხუნწარია) ვასილ გულეურის მოთხრობის - „ჩურჩხელების“, შესწავლის შემდეგ, გადაწყვიტეს, ჩურჩხელის დამზადება ესწავლათ. პატარებმა მოიტანეს ასხმული ნიგოზი და თხილი, ბადაგი, ქვაბი, ციცხვი და თათარაც მოადუღეს. ხალისით ჩაერთო ყველა მოსწავლე, ჩურჩხელებიც ამოავლეს და ერთი ლამაზი დღე გვაჩუქეს. დაიბედეს ხვავი, ბარაქა და მხიარული დღეები“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: