ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რეზი ხიმშიაშვილმა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირში საპრიზო ადგილი დაიკავა
30-11-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რეზი ხიმშიაშვილმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საპრიზო ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ტურნირი, რომელშიც მოსწავლემ მეორე ადგილი დაიკავა ლევან შავაძის სახელობის იყო.
სკოლა ამაყობს რეზი ხიმშიაშვილისა და მისი მწვრთნელის მამუკა ხიმშიაშვილის მიღწევებით და მათ წარმატებებს უსურვებს.
„დასრულდა ბათუმში ლევან შავაძის სახელობის ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ზედა განთიადის სპორტული სკოლიდან რეზი ხიმშიაშვილმა აიღო მეორე ადგილი და მიიღო ვერცხლის მედალი. ვულოცავთ მას და მის მწვრთნელ მამუკა ხიმშიაშვილს ამ წარმატებას. შემდეგში ვუსურვებთ უფრო დიდ წარმატებას“,- წერია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს