
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ირმა გოძიაშვილის ხელმძღვანელობით, საშემოდგომო ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა წელიწადის ეს ულამაზესი დრო გააცილეს ლექსებით, სიმღერებით და მათ მიერ შექმნილი შემოდგომის პეიზაჟებით. მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთად ასევე ვიდეოკოლაჟი წარმოადგინეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და აჩვენეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
იხილეთ ვიდეო: