ხულგუმოს საჯარო სკოლაში თემაზე - „ტოლერანტობა“, აქტივობებით გაჯერებული სამოქალაქო განათლების გაკვეთილი ჩატარდა
30-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში თემაზე - „ტოლერანტობა“ სამოქალაქო განათლების საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. გაკვეთილი ისეთ აქტივობებს შეიცავდა, როგორებიცაა: დისკუსია, გასაუბრება, რეფლექსია და თვითშეფასება.
აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი და მონდომებული მერვეკლასელების პედაგოგი მარეტა დულხანიანია.