წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე საინტერესო კომპლექსური დავალებები წარადგინეს
30-11-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში გეორგაფიის მასწავლებელმა ცირა ტაკიძემ გაკვეთილი თემაზე - „ტორნადოს ხეივანი“, ჩაატრა.

აღნიშნულ გაკვეთილს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდელის ექსპერტი დავით ბაკურაძე ესწრებოდა. 

მოსწავლეებმა კომპლექსური დავალებები წარმოადგინეს და პროცესში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

„გაკვეთილს ესწრებოდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოდელის ექსპერტი ბატონი დავით ბაკურაძე. გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალებები, რომელიც წარმოდგენილი ქონდათ მაკეტების, ნახატების, კომიქსების და სტატიების საშუალებით“,- წერს სკოლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203