დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეები კითხვის კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-11-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში წარმატებული მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეები პროექტში - „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“, დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.

„ამერიკულ კუთხეში გაიმართა შეხვედრა ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებული პროექტის „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“-გამარჯვებულ მონაწილეებთან ხულოს მუნიციპალიტეტიდან.
შეხვედრის ფარგლებში ყველა მონაწილეს სერტიფიკატები, სუპერ მკითხველების სტატუსის მქონე მონაწილეებს კი მაღაზია Bookshop-ისგან საჩუქრები გადაეცათ. მადლობა ახალგაზრდებს აქტური ჩართულობისთვის“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203