ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლე მურად ბერიძე კითხვის კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე მურად ბერიძე ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში წარმატებული მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა.
მურად ბერიძე პროექტში - „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“, დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთო.
მან სუპერ მკითხველის სტატუსიც მოიპოვა და Bookshop-ისგან საჩუქრები გადაეცა.
სკოლა ულოცავს მეორეკლასელს ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.
„ამერიკულ კუთხეში გაიმართა შეხვედრა ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებული პროექტის „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“-გამარჯვებულ მონაწილეებთან ხულოს მუნიციპალიტეტიდან.
შეხვედრის ფარგლებში ყველა მონაწილეს სერტიფიკატები, სუპერ მკითხველების სტატუსის მქონე მონაწილეებს კი მაღაზია Bookshop-ისგან საჩუქრები გადაეცათ. მათ შორის იყო განახლების საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე მურად ბერიძე. სკოლის დირექცია ულოცავს მურადს და შემდგომში უამრავ წარმატებებს უსურვებს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: