ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა - „ვიცრებით ერთმანეთისთვის“ ჩატარდა
29-11-2021

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლაში ასოციაცია „ბილიკის“ დაფინანსებით მოიხატა სკოლის კედელი, გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა - „ვიცრებით ერთმანეთისთვის“, სადაც მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ. ასევე ასოციაციამ ონლაინ სწავლების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის რამოდენიმე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ლეპტოპი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ასოციაცია „ბილიკი“ აქტიურად თანამშრომლობს ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლასთან. 

სკოლა ასოციაციის დირექტორ ხათუნა მიქავას მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203