წყრუთის საჯარო სკოლის 19 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
29-11-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველ ტურში - ჰასმიკ ბაღდასარიანი, მარინე ანანიან, გოჰარინე კარაპეტიან, სირანუშ ჩახოიან, მარიამ ავაგიან, სუსანა მათევოსიან, ნუნე საპონჯიან, ანაიტ საგოიან, სანასარ პეტროსიან, მელინე პაპოიან, გაიანე პეტროსიან, სუზანა აბრამიან, სუზანა ინჯოიან, მარიამ გინოსიან, რიმა ჩახოიან, რებეკა საპონჯიან, სოფია პეტროსიან, მარინა ბაღდასარიან და ნასტია ვართევანიან მონაწილეობდნენ, რომლებსაც „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ;
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ახალციხელი მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს