ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის 23 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა
29-11-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის 23 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველ ეტაპზე სკოლის 23 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 2 დაჩი აბულაძე და რამაზ აბულაძე მეორე ეტაპში გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ დაჩი აბულაძე მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ხულოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხულოელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს