ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.კონკურსის პირველ ეტაპში შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- თინათინი ინდუაშვილი;
- ნანა შარიქაძე;
- ნინო შარიქაძე;
- ნატალი ბერიძე;
- ლიკა ლომიძე;
- ნინო მიგრიაული;
- მარიამ გოგოლაური;
- რადმილა ჩაჩანიძე;
- ლიზი ლომიძე.
მათგან 2 - ნანა შარიქაძე და თინათინ ინდუაშვილი, მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელები დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ახალციხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ახალციხელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: