ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის სიგელები გადაეცათ
29-11-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის 8 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვს დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:

  • ნათია მიდელაშვილი;
  • ლია ქენქაძე;
  • გიორგი ბალხამიშვილი;
  • მადონა თათეშვილი;
  • მარიამი საბიაშვილი;
  • ალექსანდრე ბალაშვილი;
  • მარიამი ბერიანიძე;
  • ნესტანი ბალხამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „მცხეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა მცხეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203