„გამარჯობა ანბანო“ - ნავაზის საჯარო სკოლის პირველკლასელთა საზეიმო შემაჯამებელი გაკვეთილი
29-11-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის პირველი კლასის მოსწავლეების საანბანო პერიოდზე გადასვლას შემაჯამებელი საზეიმო გაკვეთილი - „გამარჯობა ანბანო“ მიეძღვნა. პატარა მოსწავლეებმა წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასალა გაიხსენეს და ხალისიანი აქტივობებით, მხიარული განწყობით ანბანის შემობრძანებას მიესალმნენ.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.