ძეგვის საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან ძულიაშვილი „ეტალონის“ სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა
29-11-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან ძულიაშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.​

მოსწავლეს მცხეთის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობისთვის „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მცხეთელი მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტო:​
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203