
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილე გიორგი კოვალენკოს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა. ვალენტინა მალიკოვმა კი კონკურსის მეორე ეტაპში ოქროს სიგელი დაიმსახურა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ყვარლელი მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტოები: