ბალღოჯიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
29-11-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - გიორგი მაისურაძეს, ქრისტინა კეკენაძეს, ანა კალმახელიძეს „ეტალონის“ სპეციალური სიგელები გადაეცათ. მერი მარაქველიძემ და ნინო მარაქველიძემ კი კონკურსის მეორე ეტაპში ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ყვარლელი მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს