ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიამ“ მუშაობა დაიწყო
29-11-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში კლუბმა - „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიამ“ მუშაობა აქტიურად დაიწყო. კლუბის მიზანია ბავშვებმა კარიერული მართვისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევები განივითარონ; როგორც ცნობილია სესიები კვირაში ერთხელ გაიმართება.
„კლუბის მუშაობის ფარგლებში დაგეგმილია: მიკროგრანტების კონკურსი, საზაფხულო ბანაკი, ვიზიტები წარმატებულ საწარმოებში, შეხვედრები სხვადახვა პროფესიის ადამიანებთან, კონფერენცია და ა.შ. პროექტის პარტნიორები არიან: CSRDG, YPY, SAGA და Skils4Jobs“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს