„ეტალონმა“ შილდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
29-11-2021
დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - სალომე კიკოლაშვილსა და ნათია ვარდოშვილს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.  ლიზი აღნიაშვილმა კონკურსის მეორე ეტაპში ოქროს სიგელი დაიმსახურა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ყვარლელი მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203