დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა წულუკიძე „ხულოს ეტალონი მოსწავლე“ გახდა
29-11-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა წულუკიძე „ხულოს ეტალონი მოსწავლე“ გახდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

კონკურსის პირველ ეტაპში სკოლის 39 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 8 - ელისო შავაძე, მარი გობაძე, სოფიკო ბოლქვაძე, თიკა გობაძე, ანა წულუკიძე, ცირა წულუკიძე, ბაჩი შავაძე და ლალი ხოშორაძე მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელები დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ხულოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხულოელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203