ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა.
სკოლის მოსწავლეები აქტივობაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელ მარეტა დულხანიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
აღნიშნულ შეჯიბრში მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები და უნარები გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები: