შემოდგომის დღესასწაული დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში
29-11-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობით გააცილეს. 

მოსწავლეებმა შემოდგომის ფოთლებისგან სხვადასხვა აპლიკაცია დაამზადეს. მათ ფოთლებით საკუთარი ტანსაცმელიც გააფორმეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და წელიწადის ამ სეზონს დაემშვიდობნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ აქტივობაში ხალისით, მონდომებითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

„შემოდგომის დღესასწაული - ასე გააცილეს ლამაზი და ფერადი შემოდგომა ჩვენი სკოლის კრეატიულმა მოსწავლეებმა“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203