დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
29-11-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები  საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველ ტურში -  რაულ შამანაძე​, ქეთი გელაძე, დიანა პაპიძე, თამთა მიქელაძე, მამუკა პაპიძე, სოფო მიქელაძე, ლალი პაქსაძე​, ლანა პაქსაძე​, როსტომ შამანაძე​, ანუკი პაპიძე და მარი პაპიძე მონაწილეობდნენ, რომლებსაც „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ;  სოფო მიქელაძე და ლალი პაქსაძე ​შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ხულოელი მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203