გელაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ჯემალ ბოლქვაძე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
29-11-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურის საჯარო სკოლის მოსწავლე - ჯემალ ბოლქვაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
მოსწავლეს ხულოს მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობისთვის „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ხულოელი მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს