პანტნარის საჯარო სკოლის მოსწავლე მარი შავაძეს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა
29-11-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარი შავაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

ხულოს მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ხულოელი მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტო: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203