სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით პროექტში აქტიურად მონაწილეობენ
29-11-2021
ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა კონკურსებსა თუ პროექტებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები პედაგოგის, თამარ გულორდავას ხელმძღვანელობით პროექტში - „საქართველოს ტყის ბიომრავალფეროვნება“ მონაწილეობას ღებულობენ.
„მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ტყეზე, მის ბიომრავალფეროვნებაზე, გაიაზრეს რა მნიშვნელობა აქვს ტყეს ბიომრავალფეროვნების დაცვაში, რატომ მცირდება ტყის ფართობი, როგორი ტიპის ტყეებია საქართველოში და ა.შ. წარმოადგინეს რეფერატები და გააცნეს თანაკლასელებს, მოიფიქრეს სლოგანი და საბოლოო პროდუქტად კლასმა კედლის გაზეთი წარმოადგინა სახელწოდებით - „საქართველოს ტყის ბიომრავლფეროვნება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს